ჩვენს შესახებ

GT Performance

რატომ უნდა ავირჩიო GT Performance ჩემი მანქანისთვის?

GT Performance გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ტუნინგს ევროპიდან.

ჩვენი კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის პროგრამულ უზრუნველყოფას და დანადგარებს ევროპიდან.

GT Performance იყენებს ერთ-ერთი უდიდესი ევროპული ჩიპ-ტუნინგ კომპანიის პროგრამას თვენი ავტომობილისთვის.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროდუქტებს  ISO9001 ხარისხსის სერტიფიკატით. ტუნინგ კომპანიას გააჩნია უდიდესი მონაცემთა ბაზა რომელიც დამოწმებულია დინო ტესტებით. ჩვენ უცხოელ პარტნიორებს გააჩნიათ უდიდესი გამოცდილება ავტომობილების ჩიპ-ტუნინგში. მათი საშუალო თვიური ინდექსი შეადგენ 10 000 მანქანას.

GT Performance ახდენს ინვესტირებას პროგრამული და ტექნიკურ მოწყობილობებში.

იმისათვის რომ მიღწეულ იქნას უმაღლესი ხარისხის შედეგები, ჩვენი კომპანია გამუდმებით მზად არის განაახლოს როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის მხარე.

GT Performance გამუდმებით განვითარდება.

მომავალში ჩვენ შევთავაზებთ უფრო მეტ სერვისს ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა გავაფართოვებთ ჩვენს ავტომობილთა ბაზას. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ახალი ავტომობილების დასამატებლად.

GT Performance გამუდმებით ახდენს მონიტორინგს ჩიპ-ტუნინგ სექტორში

GT Performance ყოველთვის წინაა კონკურენტებთან შედარებით, ვინაიდან იგი გამუდმებით ეძებს სიახლეებს ჩიპ-ტუნინგ სფეროში და ცდილობს დანერგოს ისინი საქართველოში.

 

ჩიპ ტუნინგი

ჩიპ-ტუნინგი ეს არის ავტომობილის პროგრამული მოდიფიკაცია, ძრავის მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად.  ეს მიიღწევა პროგრამულ დონეზე აალების, ჰაერი/საწვავი შეფარდებისა და საქართველოში არსებულ საწვავზე მორგებით. ტურბირებული ძრავებისთვის ტურბინის წნევის გაზრდაც ხდება ყველა სხვა კომპონენთტან შერწყმით საუკეთესო შედეგის მისაღებად. ყველა მოდიფიკაცია ეხება მოხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის ცენტრალურ პროცესორს და არ საჭიროებს ძრავის კომპონენტებში ცვლილებას.

ხშირად დაისმის კითხვა თუ რატომ არ ხდება ამგვარი მოდიფიკაციების შეტანა ქარხნულად? პასუხი მარტივია, ქარხნული პროგრამა ოპტიმიზრებულია საშუალო მომხმარებელზე, რათა შეინარჩუნოს წვის გარკევული დონე და არ დაკარგოს სიმძლავრე. ჩიპ-ტუნინგი კი აძლევს საშუალებას ინდივიდუალურ მომხმარებელს მოირგოს ძრავი თავის მოთხოვნილებებზე, იქნება ეს სიმძლავრე თუ ეკონომიურობა. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს რომ როგორც ნებისმიერ პროგრამას სჭირდება განახლება დროთა განმავლობაში, სწორედ ეს არის განახლებული ვერსია თქვენი ქარხნული ავტომობილის პროგრამის.

ჩიპ-ტუნინგის უპირატესობები.

  • სიმძლავრის (ცხენის ძალის) ზრდა 8-12%-ით და მგრეხი ძალვის (torque) ზრდა 10-14%-ით ატმოსფერული ძრავებისთვის.
  • სიმძლავრის და მგრეხი ძალვის ზრდა 20 – 22%-ით ტურბირებული ძრავებისთვის.
  • მგრეხი ძალვის საგრძნობლად იზრდება დაბალი და საშუალო ბრუნვის არეში
  • შეინარჩუნოს ან გაზარდოს ეკონომიურობის მაჩვენებელი 10-15%-ით
  • ძრავის კომპონენტების სიცოცხლის ხანგრძლივობის შენარჩნება